
ცნობილ ამერიკელ მსახიობს მაილზ ტელერს, რომელსაც მაყურებელი ფილმიდან "დივერგენტი" იცნობს, ჰავაის კუნძულებზე შვებულების დროს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ TMZ ავრცელებს.
პორტალის ცნობით, თავდამსხმელები ვარსკვლავს რესტორნის საპირფარეშოში დახვდნენ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის მიზეზი, სავარაუდოდ, მსახიობისა და მოდელის, კელი სპერის ქორწილის თანხა იყო, რომელიც წყვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს არ გადაუხადა.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცოლი ქორწილის მომზადებაში მონაწილეობდა.
მამაკაცმა "დივერგენტის" ვარსკვლავს უთხრა, რომ წყვილმა 60 ათასი დოლარის ოდენობის ვალი უნდა დაუბრუნოს.
თავდასხმის შედეგად მსახიობი სერიოზულად არ დაშავებულა.
ამასთან, თავად ტელერი აცხადებს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს.