თავში

ცნობილი გახდა, როდის ექნება COVID-19-ის ვაქცინა ევროპას

ცნობილი გახდა, როდის ექნება COVID-19-ის ვაქცინა ევროპას
ცნობილი გახდა, როდის ექნება COVID-19-ის ვაქცინა ევროპას

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის მარტში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

"პირველი ვაქცინა კომპანია Sanofi-სგან ბელგიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მარტში გამოჩნდება", -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ექიმები, ბავშვები და ყველაზე დაუცველი მოქალაქეები ვაქცინას პირველები მიიღებენ.

ასევე ცნობილია, რომ ევროკომისია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს  რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან, მათ შორის Sanofi-სთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system