თავში

ცნობილი იაპონელი ბაიკერი გოგონა, სინამდვილეში, 50 წლის მამაკაცი აღმოჩნდა

ცნობილი იაპონელი ბაიკერი გოგონა, სინამდვილეში, 50 წლის მამაკაცი აღმოჩნ
ცნობილი იაპონელი ბაიკერი გოგონა, სინამდვილეში, 50 წლის მამაკაცი აღმოჩნდა

იაპონელი ბაიკერი გოგონას თაყვანისმცემლებს გაუკვირდათ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ლამაზი გოგონას გარეგნობის უკან 50 წლის მამაკაცი იმალებოდა. თაყვანისმცემლებმა დიდი ხნის მატყუარა მოტოციკლის გვერდით სარკის დახმარებით გამოააშკარავეს.

18 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა გოგონას Twitter ანგარიში, სადაც გამოქვეყნებული იყო ახალგაზრდა გოგონას და მისი მოტოციკლის სურათები. თაყვანისმცემლები მას გამუდმებით კომპლიმენტებს უწერდნენ და მასთან შეხვედრაზე ოცნებობდნენ. თუმცა მალევე სიმართლე გაირკვა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტოზე მოტოციკლის გვერდით სარკის ანარეკლში შეამჩნია, რომ იქ არ იყო გოგონა, რომელიც ყველას აღფრთოვანებას იწვევდა. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში გოგონას Twitter ანგარიშს 50 წლის მამაკაცი მართავდა, რომელსაც გრძელი წითელი თმა ჰქონდა.

მოტყუებულმა მომხმარებლებმა მისი ძებნა დაიწყეს და ამაში მათ მედიაც დაეხმარა. კორესპონდენტებმა მოტოციკლეტისტს მიაკვლიეს, რომელმაც განაცხადა, რომ ერთ დღეს მან FaceApp ფილტრებით თამაში დაიწყო, მას ახალი გარეგნობა ძალიან მოეწონა და გაიტაცა.

"მე მსურდა, სოციალურ ქსელებში მოტოციკლეტის ფოტოების გაზიარება, მაგრამ ზრდასრული ბიძა არავის აინტერესებს", - განაცხადა მამაკაცმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system