თავში

ცნობილი მხატვარი ჯონ ბალდესარი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი მხატვარი
ცნობილი მხატვარი ჯონ ბალდესარი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მხატვარი და თანამედროვე ხელოვნებაში კონცეპტუალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჯონ ბალდესარი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ბალდესარიმ პოპულარობა 1960-იან წლებში მოიპოვა. მისი პირველი ნამუშევრები კონცეპტუალური ხელოვნების ტექნიკას მაშინდელი პოპულარული პოპ-არტის იდეებს აერთიანებს. მხატვარი რეკლამიდან, კინოდან და მასობრივი კულტურის სხვა სფეროებიდან აღებულ სურათებს მასალად ხშირად იყენებდა. 



ბალდესარის კარიერის კულმინციად 1970 წელი ითვლება. მხატვარმა  ყველაფერი დაწვა, რაც 1966 წლამდე ჰქონდა შექმნილი. ამას ბალდესარიმ  "კრემაციის პროექტი" უწოდა. ამის შემდეგ მხატვარმა ახალი გამოფენა დააანონსა და მას "მე აღარ შევქმნი მოსაწყენ ხელოვნებას" უწოდა. ამ  მომენტიდან  მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. 


/


როგორც ექსპერტები ამბობენ, ბალდესარის  ნამუშევრები ვიზუალური ექსპრესიულობით გამოირჩევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system