თავში

ცნობილი მსახიობი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს

ცნობილი მსახიობი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს
ცნობილი მსახიობი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს

ამერიკელი მსახიობი კუბა გუდინგ უმცროსი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ 2013 წელს ჰოლივუდელმა მსახიობმა ის სასტუმროში დასალევად დაპატიჟა. ნომერში ასვლის შემდეგ, კუბა გუდინგ უმცროსმა გახდა დაიწყო. ქალმა ნომრიდან გასვლა სცადა, თუმცა კარი ჩაკეტილი იყო. ამის შემდეგ მსახიობმა ის ლოგინზე დააგდო და ორჯერ გააუპატიურა.

სარჩელის ავტორი ამბობს, რომ "შემდეგ ის მკერსა და სასქესო ორგანოებზე შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ მან მკაფიოდ მიანიშნა, რომ ეს არ სურდა". კუბა გუდინგ-უმცროსმა მასზე სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი აბაზანაში შევიდა. ქალი ნომრიდან გასვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ მსახიობი დაბრუნდა და ის "ისევ გააუპატიურა, ოღონდ ამჯერად ანალურად". მოგვიანებით მსახიობს ჩაეძინა და ქალმა ნომრიდან გასვლა შეძლო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კუბა გუდინგ უმცროსი ქალს, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება, 6 მილიონ დოლარს გადაუხდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system