
NASA-ს სამოქალაქო ასტრონავტების მინიმალური ხელფასი წელიწადში 66 829 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი თვეში 5 569 აშშ დოლარია.
დადგენილი საბაზისო სახელფასო შკალის მიხედვით, ეს ხელფასი შეესაბამება GS-12 კლასის ასტრონავტებს, რომელთა გამოცდილება ჯერ პირველ საფეხურზეა.
რამდენიმე წლის უნაკლო მუშაობის შემდეგ, GS-12 კლასის ასტრონავტს, გამოცდილების მე-10 საფეხურზე ხელფასი 7,240 დოლარამდე ეზრდება.
აღსანიშნავია, რომ ასტრონავტები მხოლოდ GS-12 კლასით არ განისაზღვრებიან. მათ შეუძლიათ მიაღწიონ მაქსიმალურ, GS-15 დონეს, მე-10 ხარისხის გამოცდილებით. ამ შემთხვევაში ანაზღაურება თვეში 11 966 დოლარი იქნება.