თავში

ცნობილია რეფერენდუმის წინასწარი შედეგები რუსეთში

ცნობილია რეფერენდუმის წინასწარი შედეგები რუსეთში
ცნობილია რეფერენდუმის წინასწარი შედეგები რუსეთში

რუსეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.

ცნობილია, რომ ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 10.4%, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის ამომრჩევლების 70.8%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 28.1%.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად რეფერენდუმის ჩატარებას 22 აპრილს გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო რეფერენდუმი გადადო.  რეფერენდუმის გამართვა პირველ ივლისს გადაწყდა, თუმცა ჯანდაცვის ნორმების გათვალისწინებით, ხმის მიცემის პროცესი უკვე რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დღეს კი ხმის მიცემის ძირითადი დღე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system