თავში

ცნობილია, როდის გაიმართება G20-ის სამიტი ავღანეთის საკითხზე

ცნობილია, როდის გაიმართება G20-ის სამიტი ავღანეთის საკითხზე
ცნობილია, როდის გაიმართება G20-ის სამიტი ავღანეთის საკითხზე

G20-ის სამიტი ავღანეთის საკითხზე 12 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

"ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ვიდარდოთ", - განაცხადა დრაგიმ.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც ავღანეთის მებრძოლებისთვის თავშესაფრად გადაქცევის პრევენციას მოემსახურება.

დრაგიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში ქალების უფლებების სისტემატური დარღვევა "თალიბანის" ადმინისტრაციის აღიარებას შეუძლებელს ხდის, თუმცა ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობას ფინანსური დახმარება არ უნდა შეუწყდეს.

"მსოფლიოს მდიდარი ქვეყნის ვალდებულებაა, რამე იღონონ, რათა ჰუმანიტარული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system