თავში

ცნობილია, რომელი ფილმები გამოვა 2021 წელს

ცნობილია, რომელი ფილმები გამოვა 2021 წელს
ცნობილია, რომელი ფილმები გამოვა 2021 წელს

კინოკომპანიებმა 2021 წელს მოსალოდნელი ფილმების გამოსვლაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მიმდინარე წლისთვის შეარჩიეს ახალი და 2020 წლის ის ფილმებიც, რომლებიც პანდემიის გამო მაყურებელმა ვერ იხილა. 

გაზაფხულზე გაიმართება "დისნეის"ანიმაციური ფილმის Raya and the Last Dragon პრემიერა. ესაა ფილმი მამაცი გოგონას შესახებ, რომელსაც თავისი სამეფოს გადარჩენა უწევს. ასევე გამოვა კომედია Coming 2 America-ის გაგრძელება ედი მერფისთან და არსენიო ჰოლთან ერთად. მაყურებელი იხილავს ალან ტეილორის კრიმინალური დრამას The many saints of newark და სერიალ Sopranos-ის პრიქველს.

ამავდროულად, გამოვა ისეთი ნანატრი ფილმები, როგორიცაა სუპერგმირული საშინელებათა ფილმი Moribus ჯარედ ლეტოსთან ერთად, ბონდის ბოლო ფილმი No Time to Die, საშინელებათა ფილმის გაგრძელება A Quiet Place  II, მარველის ბლოკბასტერი Black Widow. სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი Godzilla vs. Kong, კომედია Cruella და  ფილმის Fast & Furious მეცხრე ნაწილი.

ზაფხულში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს ფილმები: The French Dispatch, Ghostbusters: Afterlife, Venom: Let There Be Carnage, Minions: The Rise of Gru, Space Jam: A New Legacy, Jungle Cruise, The Suicide Squad და Candyman.

შემოდგომასა და ზამთარში გაიმართება ისეთი ფილმების პრემიერა, როგორიცაა: Dune, The Last Duel, Mission Impossible 7. Nightmare Alley, West Side Story, Spider-Man-ის მესამე ნაწილი, სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი Matrix 4 და Annette.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system