თავში

ცნობილია, ვის დაევალა ისრაელის მთავრობის ფორმირება

​ცნობილია, ვის დაევალა ისრაელის მთავრობის ფორმირება
ცნობილია, ვის დაევალა ისრაელის მთავრობის ფორმირება

ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა ქვეყნის მთავრობის ფორმირება პარტია "ეშ ატიდის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს დაავალა. ამ პარტიამ 23 მარტის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

ლაპიდს ახალი კოალიციის შესაქმნელად 28-დღიანი ვადა აქვს. მთავრობა მან 2 ივნისისთვის უნდა წარმოადგინოს.

ლაპიდმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ისრაელს მთავრობა რაც შეიძლება მალე ჰყავდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და პარტია "ლიკუდის" ლიდერისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული 28-დღიანი ვადა 5 მაისს ამოიწურა.

თუ ლაპიდი მომავალი 28 დღის განმავლობაში სამთავრობო კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები, რომელიც ისრაელში მეხუთე გახდება ორნახევარი წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system