თავში

ცნობილმა ბლოგერმა შეყვარებული ზვიგენის აუზში ჩააგდო - VIDEO

ცნობილმა ბლოგერმა შეყვარებული ზვიგენის აუზში ჩააგდო
ცნობილმა ბლოგერმა შეყვარებული ზვიგენის აუზში ჩააგდო - VIDEO

TikTok-ის ბლოგერმა, ჯონ შოპფმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩააგდო შეყვარებული ზვიგენის აუზში.

ვიდეოს წარწერის მიხედვით, წყვილი შვებულებას მექსიკაში ატარებს. ისინი სანაპიროს მახლობლად ხიდზე ერთად მიდიან. გზად მამაკაცმა დაინახა პატარა დახურული ვოლიერი, სადაც მან შეყვარებული ჩააგდო. წყალში ჩავარდნისას გოგონამ ყვირილი და ხტუნვა დაიწყო, რის შემდეგაც შოპფმა გოგონა წყლიდან ამოიყვანა და მისი დამშვიდება დაიწყო. შიშისგან გოგონამ ერთი სიტყვაც ვერ თქვა.

"როდესაც შენს შეყვარებულს ზვიგენების ეშინია, შენ ზვიგენის აუზში მიგყავს", - ასე დაასათაურა ვიდეო შოპფმა.

Tik Tok-ის მომხმარებლები მამაკაცის ხუმრობაზე ძალიან გაბრაზდნენ და ვიდეოს სხვადასხვა სახის ნეგატიური კომენტარებით უპასუხეს.

"მე მის საქციელს საყვარელი ადამიანის მიმართ დამამცირებელს და სასტიკს ვუწოდებ. მისი ჩაგდება და შემდეგ მისი დამშვიდება ყველაზე მანიპულაციური რამ არის, რაც კი ოდესმე მინახავს", - წერს TikTok-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.

შემდეგ ვიდეოში ბლოგერმა TikTok-ის აღშფოთებული და გაბრაზებული მომხმარებლების წინაშე თავის მართლება სცადა. მან განმარტა, რომ აუზში ჩვეულებრივი თევზი იყო, თუმცა იმ დროს მისი შეყვარებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. შოპფმა განაცხადა, რომ მეგობარ გოგონას მისი საქციელი არ სწყენია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system