თავში

ცოცხალია კიმ ჩენ ინი, თუ არა? - PHOTO

​ცოცხალია კიმ ჩენ ინი, თუ არა?
ცოცხალია კიმ ჩენ ინი, თუ არა? - PHOTO

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ ხმები ისევ გააქტიურდა.  იაპონიის თავდაცვის მინისტრის ტაპო კონოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მათ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „გარკვეული ეჭვები“ აქვთ.

წელს ჩრდილოეთ კორეის 36 წლის ლიდერის გარდაცვალების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის, კიმ ირი სენის დაბადების დღეს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულზე არ გამოჩნდა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინმა გულზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და რეაბილიტაციის პერიოდს გადიოდა. CNN-მა, სამხრეთ კორეულ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინი შესაძლოა ცოცხალი არ იყო და ფხენიანი ამ ინფორმაციას მალავდა.

ამის შემდეგ კიმ ჩენ ინი, ხანგრძლივი პაუზებით, საზოგადოების წინაშე 2-ჯერ გამოჩნდა. 

ბოლოს ის 7 ივნისს მმართველი პარტიის სხდომას ესწრებოდა, თუმცა, ამის შემდეგ ისევ გაქრა.

ამ დღეებში ჩრდილოკორეულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიმი დიპლომატიურ კორესპონდენციებს იღებს და მათ პასუხობს, თუმცა პირადად არსად ჩანს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის ტაპო კონოს თქმით მათ აქვთ გარკვეული ეჭვები ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყველა ის საეჭვო მოძრაობა, რაც ჩრდილოეთის დახურულ სახელმწიფოში ხდება, იმაზე მიანიშნებს იმაზე, რომ კიმ ჩენ ინი თავდაცვას ცდილობს კორონავირუსისგან, რომლიც მთელ სახელმწიფოში ვრცელდება. ტაპო კონოს თქმით იაპონია, აშშ და სხვა სახელმწიფოები ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას, თუმცა დაზვერვის საიდუმლო მასალების გამხელის უფლება მას არა აქვს.

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ არსებობს, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები ამ სტატისტიკას სკეპტიკურად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კიმ ჩენ ინი ისევ ავად გახადა. Times-ის ინფორმაციით კი, ის შესაძლოა ცოცხალი აღარ არის და გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system