თავში

ცოცხალია თუ არა დუბაის პრინცესა ლატიფა? - VIDEO

ცოცხალია თუ არა დუბაის პრინცესა ლატიფა?
ცოცხალია თუ არა დუბაის პრინცესა ლატიფა? - VIDEO

გაერო არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან მტკიცებულებას ითხოვს, რომ დუბაის მმართველის ქალიშვილი პრინცესა ლატიფა ალ მაქტუმი ცოცხალია.

საიდუმლოდ ჩაწერილ მორიგ ვიდეომასალაში, რომელიც პრინცესას მეგობრებმა გაავრცელეს, 35 წლის ლატიფა ალ მაქტუმი მამას მის დატყვევებაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. ჩანაწერში პრინცესა ამბობს, რომ 2018 წელს გაქცევის მცდელობის გამო მამამისს ის ვილაში ჰყავს გამოკეტილი, სადაც ფანჯრები აჭედილია. შენობას შიგნიდან და გარედან პოლიცია იცავს. ჩანაწერში პრინცესა ამბობს, რომ მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხეშია. ვიდეო სავარაუდოდ 2019 წელს არის ჩაწერილი.

პრინცესას მამა შეიჰ მოჰამედ რაშიდ ალ მაქტუმი მსოფლიოს ერთი-ერთი ყველაზე მდიდარი ლიდერი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტია.

პრინცესა ლატიფას ადვოკატმა საქმე გაერო-ში წარადგინა. როდნი დიქსონს საქმის გამოძიების და პრინცესას გათავისუფლების იმედი აქვს.

ლატიფა ალ მაქტუმი დუბაიდან გაქცევას 2018 წლის თებერვალში შეეცადა. ის იახტით ინდოეთის ნაპირებამდე აპირებდა ჩაღწევას, მაგრამ ის დააკავეს და სამშობლოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, მასზე არაფერი იყო ცნობილი.

გაქცევამდე, პრინცესამ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ის ყვებოდა, რომ 2002 წელსაც შეეცადა გაქცევას, რის შემდეგაც 3 წელი პატიმრობაში გაატარა. გარდა ამისა, ლატიფა ალ მაქტუმმა დის შესახებაც ილაპარაკა, რომელიც ასევე შეეცადა გაქცევას და ის ფსიქიატრიულ ცენტრში ძალით მოათავსეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system