თავში

"ცოცხალმა ბარბიმ" პლასტიკურ ქირურგიაში 135 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა - PHOTO

​"ცოცხალმა ბარბიმ" პლასტიკურ ქირურგიაში 135 ათასი გირვანქა სტერლინგი დ
ცოცხალმა ბარბიმ პლასტიკურ ქირურგიაში 135 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა - PHOTO

ბუდაპეშტელი ბარბარა ლუნა სიპოსი ამბობს, რომ ბავშვობიდან სურდა, თოჯინა ბარბის დამსგავსებოდა. ოცნების ასრულება მას ჯამში 135 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

თავად ბარბარას ამდენი ფული არ ჰქონდა, ამიტომ პლასტიკური ოპერაციები მისმა ყოფილმა ქმარმა დააფინანსა. ჯამში მას 10 ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ბარბარა სასტუმროში მუშაობდა.

"ჩემი გარეგნობისა და ქარიზმის გამო მამაკაცები ჭკუას კარგავდნენ და მივხვდი, რომ მუშაობა საჩემო საქმე არ იყო. ყველას ჩემგან მარტო სექსი უნდოდა, რაც მე არ მინდოდა", - ამბობს ბარბარა.

მიუხედავად იმისა, რომ "ცოცხალი ბარბი" თოჯინას მაქსიმალურად ჰგავს, ის გაჩერებას არ აპირებს. მომავალში მას მესამე რინოპლასტიკა, ნეკნების ამოღების ოპერაცია და უკანალში იმპლანტების ჩასმა ელის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system