თავში

წყალდიდობამ ჩინეთში 30 მილიონი ადამიანი დააზარალა

​წყალდიდობამ ჩინეთში 30 მილიონი ადამიანი დააზარალა
წყალდიდობამ ჩინეთში 30 მილიონი ადამიანი დააზარალა

წყალდიდობამ ჩინეთის დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 30 მილიონი მოსახლე დააზარალა. დაღუპულად, ან დაკარგულად ითვლება 140 ადამიანი.

ყველაზე მეტად ცზიანსის, ჰუბეის, ჰუნანის, გუანდუნის, სიჩუანის, გუიჩჟოუსა და გუანსი-ჩჟაუნის რაიონები დაზარალდა. 1,7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 600 000 ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

წყალდიდობამ დატბორა 2,6 ათასი კვადრატული მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწები, დააზიანა და დაანგრია 170 ათასი საცხოვრებელი სახლი. ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 8,9 მილიარდი დოლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system