თავში

წყალდიდობამ ინდონეზიაში პრეზიდენტის სასახლე დატბორა - PHOTO - VIDEO

წყალდიდობამ ინდონეზიაში პრეზიდენტის სასახლე დატბორა - PHOTO
წყალდიდობამ ინდონეზიაში პრეზიდენტის სასახლე დატბორა - PHOTO - VIDEO

ინდონეზიაში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, მთლიანად დატბორილია დედაქალაქი ჯაკარტა, რომელიც 10 მილიონი მოსახლით, ქვეყნის უდიდესი ქალაქიცაა.

წყლის დონემ ადგილებში 1,5 მეტრით მოიმატა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო და კომერციული ცენტრები, საავადმყოფოები.

წყალდიდობამ დატბორა პრეზიდენტის სასახლეც. 

გამორთულია ელექტროენერგია. შეწყვეტილია მოძრაობა. მაშველები და სამხედროები გასაბერი ნავებით გადაადგილდებიან და გადარჩენის მიზნით, სახლის სახურავებზე ასული მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. 

300 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

მეტეოროლოგების განცხადებით, ძლიერი წვიმა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. 

ინდონეზიაში, რომელიც 17000 კუნძულისგან შედგება, მიწისძვრა, ძლიერი წვიმები და მეწყერი ხშირი მოვლენაა, რაც ქვეყნის ეკონომიკას საშუალოდ, წელიწადში, 6,5 მილიარდი დოლარის ზარალს აყენებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system