თავში

წყალდიდობამ ირანში 10 კაცი იმსხვერპლა

​წყალდიდობამ ირანში 10 კაცი იმსხვერპლა
წყალდიდობამ ირანში 10 კაცი იმსხვერპლა

ირანში გადაუღებელი წვიმის შედეგად ისპაჰანის, იეზდის, სამხრეთ ხორასნის, ხორასან-რეზავის, ქერმანის, სემნანის, თეირანის, სისტანისა და ბალუჯისტანში პროვინციები დაიტბორა. სამაშველო სამუშაოებისას მაშველებმა 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი მანამდე დაკარგულად ითვლებოდნენ.

წყალდიდობამ 47 სოფელი დააზარალა. სტიქიის ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მაშველებმა 100 ადამიანი გადაარჩინეს. 

დატბორილი ადგილებიდან ხალხის გამოსაყვანად 78 ბრიგადა მუშაობდა. ხელისუფება დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system