თავში

წყალდიდობის გამო მისისიპის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

წყალდიდობის გამო მისისიპის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
წყალდიდობის გამო მისისიპის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

აშშ-ში, მისისიპის შტატში გადაუღებლად წვიმს. შტატის დედაქალაქ ჯექსონში რამდენიმე რაიონი მთლიანად დატბორილია.

მდინარე ფერლი, რომლის დონემ 11 მეტრით მოიმატა, ნაპირებიდან გადმოვიდა და ირგვლივ ყველაფერი დატბორა. მდინარის დონე მატებას განაგრძობს. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მდინარის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სპეციალისტების ცნობით, ბოლოს მდინარე ფერლის დონის ასეთი მატება 1983 წელს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system