თავში

წყნარ ოკეანეში სახიფათო ქარიშხალი მძვინვარებს

​წყნარ ოკეანეში სახიფათო ქარიშხალი მძვინვარებს
წყნარ ოკეანეში სახიფათო ქარიშხალი მძვინვარებს

მეტეოროლოგებმა წყნარ ოკეანეში ისტორიის მანძილზე რეკორდული სისწრაფის მქონე ტაიფუნი დააფიქსირეს. მასში მბრუნავი ქარის სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აჭარბებს.

სავარაუდოდ, ქარიშხალი ნაპირებამდე არ მიაღწევს და ოკეანეში დარჩება, თუმცა ის ძლიერ გავლენას ახდენს გარშემომყოფ ტერიტორიებზე. შედეგად, ფილიპინებში ძლიერი წვიმები, ქარი და სანაპიროს დატბორვები ფიქსირდება. 100 ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ინფორმაციას Scitechdaily ავრცელებს. 

ქარიშხალი სახელწოდებით - ,,სურიგე’’ პირველია წყნარ ოკეანეში 2021 წლის სეზონზე. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ტაიფუნის მოქმედების ზონაში წნევა 895 მილიბარამდეა დაცემული, რაც მას ასაზრდოებს. ასევე დადგინდა, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით წყნარ ოკეანეში უფრო მკვეთრად შეეჯახა ერთმანეთს ცივი და ცხელი ჰაერის მასები, რაც ასევე მისი ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა. 

ვიდეო: NDNews Weather.

ფილიპინელი მეტეოროლოგებისა და გეოფიზიკოსების თქმით, წყნარი ოკეანის დასავლეთით ქარიშხლების უმეტესობა ძირითადად, ყოველი წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. საშუალოდ, თითოეულ წელიწადში 20-მდე ტაიფუნი წარმოიქმნება, ხოლო 8 მათგანი კვეთს ფილიპინების მიწებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system