თავში

წყნარი ოკეანის ერთ ნაწილში მკვლევარებმა პლასტმასით სავსე სივრცე აღმოაჩინეს

წყნარი ოკეანის ერთ ნაწილში მკვლევარებმა
წყნარი ოკეანის ერთ ნაწილში მკვლევარებმა პლასტმასით სავსე სივრცე აღმოაჩინეს

მეცნიერებმა წყნარ ოკეანეში აღმოაჩინეს ზღვის ცხოველები, რომლებიც პლასტიკური ნარჩენის გარემოცვაში ცხოვრობენ ღია ოკეანეში. სივრცეს სახელად "უზარმაზარი მშვიდობიანი ნაგვის მიმზიდველი" დაარქვეს.

ზომით დიდი არსებები, იძულებული არიან იცხოვრონ პლასტმასით სავსე გარემოში მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ საარსებო სივრცეს არ მოწყდნენ. ადგილი კალიფორნიასა და ჰავაის შორის მდებარეობს. მცენარეები და ზღვის ცხოველები გარსსაც იცვლიან. პლასტმასა მათი სხეულის ზედაპირის ნაწილი ხდება - ხორცდება.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ პლასტმასას ასეთი მოჭარბებული რაოდენობა სახეობებს მთლიანად გადააჯიშებს.

კვლევა ამტკიცებს, რომ წყნარი ოკეანის ამ ნაწილში პლასტმასის ნაგლეჯები, რომლის დიამეტრიც საშუალოდ 5 სანტიმეტრია, ფარავენ ფსკერს და ხელს უშლიან ფლორის და ფაუნის ბუნებრივ განვითარებას. მკვლევარი ლინსი ჰარამი აცხადებს, რომ პლასტმასა უფრო დიდ წილს იკავებს, ვიდრე ცოცხალი არსებები. ისინი მუდმივ ჰაბიტატს ქმნიან. ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევრები ექსპედიციისთვის ემზადებიან ოკეანის მოხალისეებთან ერთად, მათი მიზანია, ნაწილობრივ დაასუფთაონ მიდამო და საფუძველი ჩაუყარონ მის სამომავლო გენერალურ გაწმენდას.

დედამიწაზე მინიმუმ 5 პლასტმასით დაბინძურებული საოკეანო სივრცეა. პლასტმასით 1 600 000 კვადრატული კილომეტრია დაფარული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system