თავში

წყვილი დაძრული თვითმფრინავიდან გადმოხტომისთვის 170 000$-ით დააჯარიმეს

​წყვილი დაძრული თვითმფრინავიდან
წყვილი დაძრული თვითმფრინავიდან გადმოხტომისთვის 170 000$-ით დააჯარიმეს

ფლორიდის აეროპორტში უჩვეულო ამბავი მოხდა. ახალგაზრდა წყვილმა, რომელიც ავიკომპანია "დელტას" რეისით ძაღლთან ერთად ნიუ-იორკიდან ატლანტაში მიფრინავდა, უკვე დაძრული თვითმფრინავის გაჩერება მოითხოვა, შემდეგ კი საავარიო კარი გააღო და თვითმფრინავიდან გადმოხტა. ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი გააჩერეს. ინფორმაციას  Independent ავრცელებს. 

სამართალდამცავებმა 31 წლის ანტონიო მერდოკი და 23 წლის ბრიანა გრეკო ძაღლთან ერთად დააკავეს. მათ ავიაკომპანიისთვის მეორე ხარისხის ზარალის მიყენებაში, არაგონიერ ქმედებასა და მგზავრებისთვის საფრთხის შექმნაში ედებათ ბრალი. მამაკაცი აცხადებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მას პოსტტრავმული აშლილობა აქვს და დახურულ სივრცეში პანიკური შეტევა ემართება. მან სტიუარდესებს თვითმფრინავის გაჩერება სთხოვა, მაგრამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და ის იძულებული გახდა, მოძრავი თვითმფრინავიდან გამომხტარიყო. ანტონიო მერდოკის თქმით, მან იმ მომენტში არც კი იცოდა რას აკეთებდა, მას მხოლოდ დახურული სივრციდან გაღწევა უნდოდა.

გაჩერებული თვითმფრინავის შოკირებული მგზავრები 9 საათის დაგვიანებით სხვა რეისით გაფრინდნენ. ანტონიო მერდოკსა და ბრიანა გრეკოს 170 000%-ის ჯარიმას დააკისრებენ. მათ ძაღლი ჩამოართვეს და მეთვალყურეობის ქვეშ გაათავისუფლეს. ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.  სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system