თავში

წყვილმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო ხომალდი შეიძინა - VIDEO

წყვილმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო ხომალდი შეიძინა
წყვილმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო ხომალდი შეიძინა - VIDEO
© Mirror

წყვილმა, რომელიც მოძრავი სახლების რემონტის სპეციალისტები არიან, Ebay-ზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხომალდი ML 1392 Medusa შეიძინა. ამის შესახებ Mirror წერს.

ჯემა და საიმონ რობინსები ხომალდის, რომელიც სამამულო ომის დროს ოპერაცია "ნეპტუნში" იღებდა მონაწილეობას, სრულ განახლებას გეგმავენ, თუმცა მათ ეს საკმაოდ ძვირი, £50,000-მდე დაუჯდებათ.

72-ფუტიანი საბრძოლო გემის ყიდვა წყვილის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, თუმცა ჯემა რობინსონის თქმით, მას "ერთი ნახვით შეუყვარდა ხომალდი". ამასთან, მისი თქმით, გული ეტკინა, როდესაც დაინახა, როგორ ჟანგდებოდა უდიდესი ისტორიის მქონე ხომალდი უპატრონოდ.

ჯემას თქმით, მათ შესაძლოა, გემის ყიდვის თანხა ჰქონდათ, მაგრამ არა მისი გარემონტების. მიუხედავად ამისა, ჯემას დედამ ისინი შეაგულიანა და ასე ჩაეყარა საკმაოდ რთულ პროექტს საფუძველი. 

წყვილმა Youtube არხი შექმნა, სადაც ის რემონტის ყოველ ნაბიჯს აჩვენებს და მისი საშუალებით სოლიდურ დონაციებსაც აგროვებს. 

ვიდეო: Ship Happens.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system