თავში

ცუკერბერგი კოვიდ 19-ის პრეპარატის შესაქმნელად 25 მილიონს გამოყოფს

ცუკერბერგი კოვიდ 19-ის პრეპარატის შესაქმნელად 25 მილიონს გამოყოფს
ცუკერბერგი კოვიდ 19-ის პრეპარატის შესაქმნელად 25 მილიონს გამოყოფს

Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატების შექმნისთვის, 25 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მე და პრისცილა 25 მილიონ დოლარს გამოვყოფთ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატების შექმნის პროცესის დასაჩქარებლად.

ჩვენ ვთანამშრომლობთ „გეიტსის ფონდთან“ და ასევე სხვა ფონდებთან, რათა სწრაფად გამოჩნდეს უკვე არსებული პრეპარატების მოქმედების ეფექტი, როგორც სამკურნალოდ, ისე პრევენციისთვის. 

ვინაიდან კონკრეტულმა პრეპარატებმა უკვე გაიარა კლინიკური კვლევები, უმჯობესია ეს პრეპარატები, რაც შეიძლება მალე გავხადოთ ხელმისაწვდომი, ვიდრე ველოდოთ ვაქცინას, რომელსაც შესაძლოა თვეები და წლები დასჭირდეს“, – წერს მარკ ცუკერბერგი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system