თავში

ცუკერბერგის ფონდი მედიცინას 3,4 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

ცუკერბერგის ფონდი მედიცინას 3,4 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
ცუკერბერგის ფონდი მედიცინას 3,4 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

საქველმოქმედო ფონდი Chan Zuckerberg Initiative (CZI), რომელიც Meta Platforms-ის (ყოფილი Facebook) ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა დააარსეს, მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამებში 3,4 მილიარდ დოლარამდე ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამ თანხიდან 500 მილიონი დოლარს 15 წლის მანძილზე ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი ინსტიტუტი მიიღებს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. ინსტიტუტს ბიზნესმენის დედის, კარენ კემპნერ ცუკერბერგის სახელი მიენიჭება.

კიდევ 600-დან 900 მილიონ დოლარამდე CZI-სთან არსებიყლ ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის ინსტიტუტს გადაეცემა, რის მოტივით.

გარდა ამისა, 1 მილიარდი დოლარს მიიღებს Chan Zuckerberg Biohub Network-ის პროგრამა, რომელიც კრიტიკული სამეცნიერო პრობლემების გადასაჭრელად კვლევითი ინსტიტუტების ძალისხმევების გაერთიანებისთვისა არის შექმნილი.

CZI-ს არაკომერციული კვლევითი ცენტრი სხვადასხვა დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შესაქმნელად 800 მლნ-დან 1 მილიარდ დოლარამდე მიიღებს.

საქველმოქმედო ფონდი Chan Zuckerberg Initiative 2015 წელს დაარსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system