თავში

ცუკერბერგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ცუკერბერგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ცუკერბერგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლეს სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა NBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, წყვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მათ ოჯახში დასაქმებულმა ორმა ადამიანმა შეიტანა.

ერთ-ერტი მოსარჩელეა ჯონ დოი, რომელიც 2017 წლიდან 2019 წლამდე ცუკერბერგების სახლის "საყოფაცხოვრებო მენეჯერი" იყო. ხოლო, მეორე მოსარჩელე მია კინგია, რომელიც მათთან 2018 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში მუშაობდა.

გარდა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისა,  ცუკერბერგს ხელფასის გადახდის დაგვიანებაშიც ადანაშაულებდნენ. 

ცუკერბერგის წარმომადგენელმა, ბენ ლაბოლტმა ბრალდებები უარყო და ყოფილი თანამშრომლები გააკრიტიკა.

NBC-ის ცნობით, სასამართლომ საქმეზე სხდომა არ დანიშნა და ოჯახიდან ოფიციალური პასუხი არავის გაუცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system