თავში

ლიბიის სანაპიროზე 126 მიგრანტი დააკავეს

ლიბიის სანაპიროზე 126 მიგრანტი დააკავეს
ლიბიის სანაპიროზე 126 მიგრანტი დააკავეს

ლიბიის სანაპირო დაცვამ ტრიპოლიდან 60 კილომეტრის დაშორებით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 126 მიგრანტი დააკავა. 118 მამაკაცი და 4 ქალი და 4 ბავშვი გასაბერი ნავით, ლიბიის გავლით, ევროპაში აპირებდა გადასვლას. აფრიკიდან წამოსული მიგრანტები დროებითი მოთავსების ბანაკებში გადაიყვანეს.

ერთი კვირის მანძილზე ეს დაკავების მეორე შემთხვევაა. ბოლო პერიოდში ლიბია მიგრანტების მთავარ სატრანზიტო პუნქტად იქცა. თავიანთი ქვეყნებიდან ომსა და შიმშილს გამოქცეული მიგრანტები ცდილობენ, თავი ევროპას შეაფარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system