თავში

თუ თავს ჩამოვიხრჩობ, ეს ჩემი ბრალი არ იქნება - რას წერდა ჯონ მაკაფი

თუ თავს ჩამოვიხრჩობ, ეს ჩემი ბრალი არ იქნება - რას წერდა ჯონ მაკაფი
თუ თავს ჩამოვიხრჩობ, ეს ჩემი ბრალი არ იქნება - რას წერდა ჯონ მაკაფი

McCafee-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ მაკაფიმ შეტყობინება დატოვა, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში უნდა გაეხსნათ. 

2020 წლის 15 ოქტომბერს ბიზნესმენმა Twitter-ზე დაწერა, რომ იგი ციხეში არსებული პირობებით კმაყოფილია და თვითმკვლელობას არ აპირებს. 

”აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ.  მყავს მეგობრები, კარგად ვიკვებები. იცოდეთ, თუ თავს ჩამოვიხრჩობ, ეს ჩემი ბრალი არ იქნება”, - წერდა მაკაფი. 

დღეს, ბარსელონის ციხის საკანში ანტივირუსული პროგრამის, VirusScan-ის შემქმნელი კომპანიის, McAfee-ის დამაარსებელი ჯონ მაკაფი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით მან თავი მოიკლა.

ცოტა ხნის წინ ესპანეთის სასამართლო მის აშშ-ში ექსტრადიციას დათანხმდა. აშშ-ში მას კრიპტოვალუტის სფეროში გადასახადების თავიდან არიდებას ედავებიან. აშშ-მა ბიზნესმენზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. იგი ბარსელონას აეროპორტში 2020 წლის ოქტომბერში დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system