თავში

ტუბერკულოზით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება

​ტუბერკულოზით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება
ტუბერკულოზით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება

პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტუბერკულოზით გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული.

"COVID-19-ის პანდემიამ უკუაქცია გლობალური პროგრესი ტუბერკულოზთან ბრძოლაში და პირველად ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, , ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ტუბერკულოზის შესახებ გლობალური ანგარიშის თანახმად, ტუბერკულოზით გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა", - აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა 1.5 მილიონი ადამიანი (მათ შორის 214 ათასი აივ ინფიცირებულთა შორის) დაახლოებით. ამ დაავადებით გარდაცვლილთა ზრდა ძირითადად, 30 ქვეყანაში მოხდა, სადაც ტუბერკულოზის ტვირთი ყველაზე მძიმეა.

"ჯანმო-ს მოდელირებულის პროგნოზების მიხედვით, ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების რიცხვი 2021 და 2022 წლებში გაცილებით მეტი იქნება. ტუბერკულოზის ძირითადი სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგად ტუბერკულოზით დაავადებული ბევრი ადამიანის დიაგნოზის დასმა არ მომხდარა",- განაცხადეს შეტყობინებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად ტუბერკულოზით 4,1 მილიონი ადამიანია დაავადებული, თუმცა მათ ოფიციალური დიაგნოზი არ აქვთ, შესაბამისად, არ ოფიციალური სტატისტიკა არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system