თავში

ტუნისში ჩასულ ტურისტებს კარანტინში 2 დღის გატარება მოუწევთ

ტუნისში ჩასულ ტურისტებს კარანტინში 2 დღის გატარება მოუწევთ
ტუნისში ჩასულ ტურისტებს კარანტინში 2 დღის გატარება მოუწევთ

ტუნისმა ქვეყანაში ჩასული მგზავრებისათვის კარანტინი 48 საათამდე შეამცირა. შესაბამისი რეგულაცია ძალაში 8 მარტიდან შევა. ამის შესახებ ტუნისის ტურიზმის სამინისტროში განაცხადეს.

ადგილობრივი ტურიზმის უწყების ცნობით, მანამდე, საკარანტინო პერიოდი 7 დღეს შეადგენდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უარყოფითი PCR ტესტის წარდგენა მოუწევთ, რომელიც ტუნისში ჩასვლამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში არის გაკეთებული, ამასთან, მგზავრებმა  აეროპორტში ჩასვლისთანავე  სწრაფი ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

ტურისტებს 48 საათის განმავლობაში სასტუმროში თვითიზოლაცია მოუწევთ, რის შემდეგაც, საკუთარი ხარჯებით, კიდევ ერთ ტესტს გაიკეთებენ და სასტუმროს მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებენ.

ამავდროულად, ტუნისში კომენდანტის საათი  ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს. 

ტუნისში პანდემიის დაწყების შემდეგ, COVID-19-ის 236 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 8 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system