თავში

ტურისტები დატბორილ ვენეციაში ერთჯერადი ბოტებით დასეირნობენ

ტურისტები დატბორილ ვენეციაში ერთჯერადი ბოტებით დასეირნობენ
ტურისტები დატბორილ ვენეციაში ერთჯერადი ბოტებით დასეირნობენ

ვენეციის ქუჩები დატბორილია. ქალაქში წყალი ამ დროისთვის 1.27 მეტრს აღწევს, თუმცა ღამით წლის დონის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. ქუჩაში ფეხით გადაადგილება, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივ მკვიდრთათვის, რეზინის მაღალყელიანი ჩექმების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ერთჯერადი ბოტები ვენეციის ნებისმიერი სასტუმროში ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.

წყალმა დატბორა კაფეები და მაღაზიები. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაკეტილია საბავშვო ბაღები.

ბოლო პერიოდში წვიმს მთელი იტალიის მასშტაბით. სინოპტიკოსების ცნობით, დღის ბოლოს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ვენეციასა და სიცილიაში, კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ნალექია მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system