თავში

თურქეთი 35 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს

​თურქეთი 35 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს
თურქეთი 35 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს

თურქეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკი ისევ დაიწია. ახლა აცრის გაკეთება 35 წლიდან იქნება შესაძლებელი. მანამდე ასაკობრივი ბარიერი 40 წლიდან იწყებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო 37 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია. პირველი დოზა, 23 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო 14 მილიონზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.

თურქეთმა ვაქცინაციის კამპანია 2021 წლის იანვარში დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას ხანდაზმულ მოქალაქეებს უტარებდნენ.

ქვეყანა იყენებს ჩინური წარმოების ვაქცინას კომპანია Sinovac-ისგან, ასევე Pfizer-BioNTech-ის პრეპარატს. ამ თვეში თურქეთი Pfizer-BioNTech–ის ვაქცინის მეტი დოზის მიღებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system