თავში

თურქეთი ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში მიღებისკენ მოუწოდებს

თურქეთი ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში მიღებისკენ მოუწოდებს
თურქეთი ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში მიღებისკენ მოუწოდებს

თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე დღეს განაცხადა, NATO მხარს უნდა უჭერდეს არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ორი ქვეყნის სურვილს, შეუერთდნენ ალიანსს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მომავალშიც დავუჭიროთ მხარი ორ შავიზღვისპირა ქვეყანას - უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ არა მხოლოდ მათ ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, გავამყაროთ მათი შესაძლებლობები, მათ შორის NATO-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, მათ მიზანსწრაფვას. ჩვენ კარგად ვიცით ამ მიზანსწრაფვის შესახებ. პოლონეთი და თურქეთი, სამწუხაროდ, იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის არიან NATO-ში, რომლებიც ახდენენ ამ საკითხის წამოწევას მინისტრების ყოველი შეხვედრისას და ყოველ სამიტზე", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system