თავში

თურქეთი აშშ-ს სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარა

თურქეთი აშშ-ს სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარა
თურქეთი აშშ-ს სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარა

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის გავრცელების მთავარ არეალად რჩება და ქვეყანაში უკვე ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. თურქეთმა აშშ-ს თანადგომის სახით სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა, რომელშიც 500 000 ქირურგიული პირბადე, 2000 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება, 400 N-95 ტიპის პირბადე და 500 სახის ფარი შედიოდა. 

თურქეთმა მსგავსი დახმარება აშშ-ს გარდა სხვა 55 ქვეყანასაც გაუწია, მათ შორის ბრიტანეთს, იტალიას და ესპანეთს. 

როგორც ჩანს, თურქეთი კრიზისის დროს ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერად პოზიციონირებას ცდილობს - წერს Associated Press.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system