თავში

თურქეთი აცხადებს, რომ საბერძნეთთან პრობლემების მოგვარება დიალოგის გზით სურს

​თურქეთი აცხადებს, რომ საბერძნეთთან პრობლემების მოგვარება დიალოგის გზი
თურქეთი აცხადებს, რომ საბერძნეთთან პრობლემების მოგვარება დიალოგის გზით სურს

თურქეთს საბერძნეთთან უთანხმოების მოგვარება დიალოგის გზით სურს, - ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.

"ანკარა საერთაშორისო სამართლის დაცვას ემხრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრეა", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსნებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში გამწვავდა. 9 აგვისტოს საბერძნეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მიუყვანა. ათენის განცხადებით, ანკარამ კვლევითი ხომალდი Oruc Rei მათ ტერიტორიულ წყლებში გააგზავნა. თურქეთი კი თვლის, რომ გემი თურქულ წყლებში იმყოფება და შელფის კვლევების გაგრძელებას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system