თავში

თურქეთი და ბრაზილია ვიზიტორებისგან PCR-ტესტს ითხოვს

​თურქეთი და ბრაზილია ვიზიტორებისგან PCR-ტესტს ითხოვს
თურქეთი და ბრაზილია ვიზიტორებისგან PCR-ტესტს ითხოვს

30 დეკემბრიდან თურქეთი ვიზიტორებს PCR-ტესტის პასუხის გარეშე არ მიიღებს. წესები როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ტრანსპორტით ჩამომსვლელებსაც ეხებათ. ამასთან, ტესტი თურქეთში გამგზავრებამდე არაუმეტეს 72 საათისა უნდა იყოს ჩატარებული. ეს მოთხოვნა სატრანზიტო მგზავრებსაც ეხება. ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლის 1 მარტამდე დარჩება.

PCR-ტესტის პასუხს ითხოვენ ბრაზილიის აეროპორტშიც, თანაც ეს ზომა არა მხოლოდ ტურისტებზე, არამედ ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდება. უარყოფითი პასუხი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟსაც კი მოეთხოვება.

ამ ზომების შემოღების მიზეზად ორივე ქვეყანა კორონავირუსის ახალი მუტაციების შემოტანის პრევენციას ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system