თავში

თურქეთი ევროკავშირის კრიტიკას პასუხობს

​თურქეთი ევროკავშირის კრიტიკას პასუხობს
თურქეთი ევროკავშირის კრიტიკას პასუხობს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის კრიტიკას პასუხობს, რომელიც სტამბოლში აია სოფიას სტატუსის ცვლილებას უკავშირდება.

უწყების პრესმდივანი ჰამი აქსოი აცხადებს, რომ აია სოფია თურქეთის საკუთრებაა, ამიტომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც მას უკავშირდება, მხოლოდ მისი კომპეტენციაა.

"არავის შეუძლია თურქეთის სუვერენულ იურიდიულ საქმეებში ჩარევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ახალი სტატუსის წყალობით მეჩეთი ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამასთან, სამუშაოები, რომლებიც აია სოფიაში ტარდება, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შენარჩუნებას ხელს არ უშლის.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

მანამდე, თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიენიჭა.

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიაში VI საუკუნეში აიგო, XV საუკუნეში ოსმალთა იმპერიამ ის მეჩეთად აქცია. ობიექტს აქამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და ის 1985 წლიდან UNESCO-ს ნუსხაშია შეტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system