თავში

თურქეთი იდლიბში სამეთვალყურეო პუნქტებს შეინარჩუნებს

​თურქეთი იდლიბში სამეთვალყურეო პუნქტებს შეინარჩუნებს
თურქეთი იდლიბში სამეთვალყურეო პუნქტებს შეინარჩუნებს

თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში სამეთვალყურეო პუნქტებს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსკოვიდან დაბრუნებისას განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ იდლიბში 12 სადამკვირვებლო პუნქტი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს წერტილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა შენარჩუნდება. დღესდღეობით ცვლილებები არ არის", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლი შეწყდება.

რუსეთ-თურქეთის შეთანხმება იდლიბის რეგიონში ავტომაგისტრალ „ემ4“-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით ექვს კილომეტრში უსაფრთხოების კორიდორების შექმნას ითვალისწინებს. მაგისტრალის გასწვრივ, თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი პატრულირება 15 მარტს დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system