თავში

თურქეთი IS-ის დაპატიმრებული წევრების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს

თურქეთი IS-ის დაპატიმრებული წევრების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
თურქეთი IS-ის დაპატიმრებული წევრების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ანკარა ისლამური სახელმწიფოს ყველა დაპატიმრებულ წევრს საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებს. მინისტრის თქმით, თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს წევრებისთვის სასტუმრო არ არის".

თურქეთმა სირიელი ქურთები, ტყვეთა ოჯახების გათავისუფლების მიზნით, ბანაკებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გაქცეულ ტყვეებს ისევ საპატიმროებში მოათავსებენ, რომელებიც სირიის, თურქეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჯარაბლუსში, ალ-ბაბში, აზაზსა და აფრინშია განთავსებული.

მინისტრმა სოილუმ დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები, საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციაზე უარის თქმის, ან მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system