თავში

თურქეთი ISIS-ის დაკავებულ მებრძოლთა უმეტესობის რეპატრიაციას წლის ბოლომდე დაასრულებს

ტურქეთი ყტვეები
თურქეთი ISIS-ის დაკავებულ მებრძოლთა უმეტესობის რეპატრიაციას წლის ბოლომდე დაასრულებს

თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებულ მებრძოლთა უმეტესობის საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების პროცესს წლის ბოლომდე დაასრულებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. ოფიციალური ანკარას განცხადებით, თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 287 მებრძოლი დააკავა. ასობით ექსტრემისტი სირიის ტერიტორიაზე საპატიმროებში იმყოფება. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმანს სოილუს განცხადებით, პროცედურებზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ადამიანის ექსტრადირება მოხდება წლის ბოლომდე.

თურქეთს სახელმწიფოებთან რეპატრიაციისა და ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, თუმცა ტყვეების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ ანკარა, შესაბამის სახელმწიფოებს, ოფიციალურად ატყობინებს.

ანკარამ დაკავებულთა რეპატრიაცია ერთი კვირის წინ დაიწყო. თურქეთმა, მისი ევროპელი მოკავშირეები, საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში ნელა მონაწილეობაში დაადანაშაულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system