თავში

თურქეთი კვლავინდებურად ევროკავშირის წევრობის მომხრეა - ერდოღანი

​თურქეთი კვლავინდებურად ევროკავშირის წევრობის მომხრეა - ერდოღანი
თურქეთი კვლავინდებურად ევროკავშირის წევრობის მომხრეა - ერდოღანი

ბოლო წლებში არსებული დაძაბულობის მიუხედავად თურქეთი კვლავინდებურად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მომხრეა, რომლის კანდიდატიც ის არის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ წინა თვეში ევროკავშირმა თურქეთთან სავაჭრო კაბშირის მოდერნიზაციის დასაწყებად "კარი გააღო", გასულ კვირას კი მისმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ანკარას მიერ მიღებული დევნილების დაფინანსების ნაკადის უზრუნველყოფისთვის წინადადებას წარადგენს.

ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ ბოლო წლების მანძილზე ერდოღანი ევროკავშირში წევრობას აკნინებდა, ვინაიდან ბლოკი ანკარას საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებდა და ევროკავშირს სანქციებით ემუქრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system