თავში

თურქეთი NATO-ს შიგნით ალიანსების შექმნას აკრიტიკებს

თურქეთი NATO-ს შიგნით ალიანსების შექმნას აკრიტიკებს
თურქეთი NATO-ს შიგნით ალიანსების შექმნას აკრიტიკებს

NATO-ს შიგნით ალიანსების შექმნა ალიანსის თავდაცვის უნარს აზიანებს და ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.

”NATO თავდაცვის ბლოკია. ვინაიდან მასში ყველა მოკავშირეა, ალიანსები ცალკეულ წევრებს შორის ევროკავშირისა და NATO-ს თავდაცვას ასუსტებს. ისინი ამას ხედავენ. მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი ეგოიზმის ან ლიდერების პოლიტიკური ამბიციების გამო ამას ყურადღებას არ აქცევს, ისინი ზიანს აყენებენ როგორც NATO-ს, ასევე ევროკავშირს და საფრთხეს უქმნიან მთელ ევროპას”, - განაცხადა აქარმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში სერიოზული ცვლილებები ხდება, განსაკუთრებით უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში და თურქეთი მათ ყურადღებით ადევნებს თვალს, კერძოდ, მოვლენებს ჩრდილოეთ ერაყში, სირიაში, ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, კვიპროსზე და შესაბამის ზომებს იღებს.

გარდა ამისა, ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 24 ივლისიდან დღემდე 18,609 ტერორისტი განეიტრალებულია, ხოლო ამ წლის დასაწყისიდან - 2,201.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system