თავში

თურქეთი პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს

თურქეთი პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს
თურქეთი პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს

თურქეთი პარიზის შეთანხმების რატიფიცირებისთვის ემზადება. თურქეთი G20-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეთანხმება ჯერ არ აქვს რატიფიცირებული.

როგორც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, პარლამენტი მის დამტკიცებაზე მომავალ თვეში იმსჯელებს.

თურქეთის აზრი შეიცვალა დიდი ბრიტანეთის, COP26 კლიმატის ცვლილების საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლის გარანტიებით, რომ 2015 წლის შეთანხმების რატიფიცირება თავისთავად არ მოითხოვს თურქეთის მხრიდან ახალ ფინანსურ დანახარჯებს და არ აიძულებს მას, განახორციელოს გამონაბოლქვის ემისიის სპეციფიკური შემცირება.

ერდოღანი შეთანხმების რატიფიცირებას COP26-ის შეხვედრამდე შეეცდება, რომელიც 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system