თავში

თურქეთი რეგულაციებს ამკაცრებს

​თურქეთი რეგულაციებს ამკაცრებს
თურქეთი რეგულაციებს ამკაცრებს

თურქეთი კორონავირუსის მესამე ტალღის შესაჩერებლად შეზღუდვებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ გააკეთა. მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მომენტში ქვეყანაში ვირუსის განსაკუთრებით გადამდები ვარიანტები ცირკულირებს და განსაკუთრებული ზომების მიღება გარდაუვალია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

თურქეთმა პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები გასულ პარასკევს უკვე გაამკაცრა. შეზღუდულია მოქალაქეების გადაადგილება და დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ეს ზომები ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 6000-მდე, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით საერთაშორისო მოგზაურობა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით არის შესაძლებელი. ქვეყანამ ამ ეტაპზე შეაჩერა ყველა მიმართულებით ფრენები. პრეზიდენტმა მოქალაქეებს "ნებაყოფლობითი კარანტინისკენ" მოუწოდა, რომ სხვა უფრო მკაცრი ზომები თავიდან აიცილონ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system