თავში

თურქეთი რუსეთთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-2 შეთანხმების გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა

თურქეთი რუსეთთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-2 შეთანხმები
თურქეთი რუსეთთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-2 შეთანხმების გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა

თურქეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ანკარამ რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის მეორე პარტიის მიღება შესაძლოა აპრილის ბოლოს დაასრულოს, მას შემდეგ, რაც პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზად იქნება.

მანამდე კი თურქეთმა უკვე განაცხადა თანხმობა რუსული S-400-ის პირველი პარტიის მიღებაზე, რასაც აშშ-ის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ვაშინგტონმა ანკარას ამ სისტემის შესყიდვის შესაჩერებლად 31 ივლისამდე დაუწესა ბოლო ვადა, რის შემდეგაც მოკავშირე თურქეთი მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებელი ბომბდამშენის F-35-ის პროექტს გამოეთიშა.

აშშ-ის განცხადებით, რუსული S-400 დასავლეთის თავდაცვასთან შეუთავსებელია და გარკვეულ საფრთხეებსაც ქმნის. რუსეთმა თურქეთში საკუთარი S-400-ის განლაგებით, შესაძლოა ამერიკულ F-35-ის ავიაგამანადგურებლებზე ინფორმაცია მოიპოვოს.

რუსული S-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით ვასინგტონმა თურქეთს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებით, რუსეთის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის თურქეთისთვის მოწოდება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემას არ უქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system