თავში

თურქეთი სირიის დათმობას არ აპირებს

თურქეთი სირიის დათმობას არ აპირებს
თურქეთი სირიის დათმობას არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო მოლაპარაკება შედგა. ქვეყნის პირველმა პირებმა იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება და დეესკალაციის გზები განიხილეს. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხი პირისპირ განიხილონ.

რუსეთსა და თურქეთს შორის კონსულტაციები ანკარაშიც შედგა 27-28 თებერვალს, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მხარეები სირიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ.      

როგორც თურქეთის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ სირიის დატოვებას. თურქეთი სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს გაზრდის და შეეცდება კონტროლირებადი ტერიტორიები გააფართოვოს. თუმცა, ამას ისე გააკეთებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში არ შეიყვანოს.         

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, ანკარა სირიის მთავრობასთან პირისპირ დატოვოს. „სანამ სირიელი ხალხი წასვლას არ გვთხოვს, იქიდან არ წამოვალთ. მე ვუთხარი პუტინს, რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს და თავად გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, - თქვა ერდოღანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system