თავში

თურქეთი სტამბოლიდან ერევნის მიმართულებით ავიარეისების დასანიშნად განაცხადებს განიხილავს

​თურქეთი სტამბოლიდან ერევნის მიმართულებით ავიარეისების დასანიშნ
თურქეთი სტამბოლიდან ერევნის მიმართულებით ავიარეისების დასანიშნად განაცხადებს განიხილავს

ანკარა სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისების დასანიშნად თურქული და სომხური ავიახაზების განაცხადებს განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Anadоlu ავრცელებს.

მისი თქმით, ავიაკომპანიების განაცხადებს ტრანსპორტის სამინისტრო და თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატი განიხილავს.

"პრინციპში თურქული მხარის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურია. უახლოეს დღეებში გაირკვევა, რომელი კომპანია შეძლებს ამ მარშრუტზე ფრენას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მინისტრმა განაცხადა, რომ ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ თურქეთმა და აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართ პოზიტიური გზავნილები გაავრცელეს.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბაქოს მოწოდებებს ერევანის მისამართით ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ. ეს სიგნალები ასევე აჩვენებს თურქეთისა და აზერბაიჯანის მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს.

"ჩვენი განზრახვები უკიდურესად ღიაა. აზერბაიჯანს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - დაებრუნებინა სომხეთის მიერ ოკუპირებული ისტორიული მიწები. შედეგად, სწორედ ბაქო ითხოვს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანიც უკიდურესად კონსტრუქციულია", - განაცხადა თურქმა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system