თავში

თურქეთი თავის ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვებს

​თურქეთი თავის ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვებს
თურქეთი თავის ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვებს

თურქეთი აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თავის ასტრონავტისაერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვას. ამის შესახებ თურქეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, სერდარ ჰუსეინ ილდირიმმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ხელშეკრულებას ხელი უახლოეს ორ თვეში მოეწერება.

ამავე დროს, მისივე თქმით, ამ დროისთვის ამერიკული და რუსული მხარეების შანსები თანაბარია.

"ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ორივე ვარიანტი შესაძლებელია", - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system