თავში

თურქეთი ვიზიტორებისგან ელექტრონული ანკეტის შევსებას მოითხოვს

​თურქეთი ვიზიტორებისგან ელექტრონული ანკეტის შევსებას მოითხოვს
თურქეთი ვიზიტორებისგან ელექტრონული ანკეტის შევსებას მოითხოვს

ამიერიდან პირს, რომელსაც თურქეთში ჩასვლა სურს, ქაღალდის ანკეტების შევსება აღარ დასჭირდება. მათ ელექტრონული ფორმებით შეცვლიან, რომლის შევსება გამოფრენამდე იქნება სავალდებულო. ინფორმაციას ამის შესახებ ავიაკომპანია Royal Flight ავრცელებს.

"15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესები იცვლება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთში მომავალ ყველა რეისზე ქაღალდის COVID-ანკეტის შევსების ვალდებულება გააუქმა. ეს არ ეხება სატრანზიტო რეისებს, რომლებზეც ანკეტის შევსება თვითმფრინავის ბორტზეა აუცილებელი. ამის ნაცვლად, მგზავრმა გაფრენამდე 72 საათით ადრე მისამართზე https://register.health.gov.tr/# ელექტრონული ფორმა უნდა შეავსოს", - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ამასთან, შევსებული ანკეტა უნდა ჩამოიტვირთოს ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობაზე, ან ამოიბეჭდოს. თუკი აეროპორტის თანამშრომელი მას მოითხოვს, მგზავრი ვალდებული იქნება, ის წარმოადგინოს. წინასწარ მომზადებული ანკეტის არ ქონის შემთხვევაში, მგზავრი, შესაძლოა, რეისზე არ დაუშვან.

"გაცნობებთ, რომ ანკეტის გარეშე, შესაძლოა, უარი გეთქვათ თვითმფრინავის ბორტზე ასვლაში", - განაცხადეს ავიაკომპანიაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს ზომა როგორც თავად მგზავრის დაცვის მიზნით ინერგება, ასევე აუცილებელია იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში შესაბამისი მონაცემები ხელმისაწვდომი იყოს.

"შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად იქმნება ინდივიდუალური კოდი HES, რომლითაც თქვენ დაგიკავშირდებიან, თუ თქვენ, ან ადამიანებს, ვისთანაც მოგზაურობის დროს შეხება გაქვთ, COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტი დაგიდგინდებათ", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ყალბი მონაცემების მითითების შემთხვევაში პირის მიმართ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სასჯელი იყოს გამოყენებული. ამასთან, სანქციები ქვეყნის მოქალაქეებს არ შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system