თავში

თურქეთიდან 10 ქვეყნის ელჩებს აღარ გააძევებენ

თურქეთიდან 10 ქვეყნის ელჩებს აღარ გააძევებენ
თურქეთიდან 10 ქვეყნის ელჩებს აღარ გააძევებენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნიდან 10 ქვეყნის ელჩების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა მას შემდეგ, რაც მათ განაცხადეს, რომ ისინი თურქეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერევიან. ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ელჩები, რომლებმაც შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, ამიერიდან თავიანთ განცხადებებში უფრო ფრთხილად იქნებიან“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა სატელევიზიო მიმართვისას.

ეს განცხადება გაკეთდა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, რომლის დროსაც საელჩოებმა გაავრცელეს შეტყობინებები ვენის კონვენციის 41-ე მუხლის ერთგულების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, დიპლომატები არ უნდა ერეოდნენ მასპინძელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში და პატივი სცენ მის კანონებსა და წესებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება დაავალა. მანამდე კი ელჩები ამის გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წლის წინ დააკავეს. გამოძიება მას 2013 წელს საყოველთაო აქციების დაფინანსებასა და ორგანიზებას ედავება. გასულ წელს ის უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება წელს გაუქმდა და ბრალდებები სხვა საქმესთან, 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან, გაერთიანდა.

ბიზნესმენის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. ევროპის საბჭომ კი განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ სამართალწარმოების პროცესს დაიწყებს, თუკი კავალას არ გაათავისუფლებენ. ბიზნესმენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე სასამართლოს მორიგი სხდომა 26 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system