თავში

თურქეთის ძალებმა ასადის რეჟიმის არმიის 76 სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს

თურქეთის ძალებმა ასადის რეჟიმის არმიის 76 სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინ
თურქეთის ძალებმა ასადის რეჟიმის არმიის 76 სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასადის რეჟიმის არმიის 76 სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.

"იერიში რეჟიმის ძალების 54 სამიზნეზე იყო მიტანილი. სხვადასხვა წყაროების მონაცემებით, ამ დროისთვის რეჟიმის არმიის 76 სამხედროა ნეიტრალიზებული", - განაცხადა აქარმა.

ამასთან თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში სირიის სამთავრობო არმიასთან შეტაკებების შედეგად 5 თურქი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

"სამწუხაროდ, სირიის რეჟიმის მიერ ჰაერიდან მიტანილი იერიშის შედეგად იდლიბში დღეს დილით 5 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა", - განაცხადა ერდოღანმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

მანამდე ანკარამ განაცხადა, რომ იდლიბში საარტილერიო იერიშის შედეგად 4 თურქი სამხედრო დაიღუპა.

სირიაში, იდლიბში თურქი სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნის პასუხად თურქულმა თვითმფრინავებმა F-16 ქვეყანაში 46 სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით იუწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system